შენი აღმოჩენის დროა!
თუ გიყვარს წერა და ახალი თავგადასავლები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.
წელს კონკურსის პარტნიორია „შუხმან ვაინს ჯორჯია“.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება:
I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველები, 19 სექტემბრიდან - 16 ოქტომბრის ჩათვლით, ავსებენ კონკურსის აპლიკაციას და აგზავნიან თავის ნებისმიერ პროზაულ ნაშრომს (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი გვერდის;
ჟანრი და თემა შეუზღუდავია;
II ეტაპი – იმპროვიზაციული ტური
შესარჩევ ტურში გამოვლინდება 10 ფინალისტი, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს ლიტერატურული
ჟიური შეაფასებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და სპეციალურ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:
I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
www.facebook.com/tsu.legenda